„თანამედროვე ქართული კინო“ – რეზო ესაძის ფილმის „თვე როგორც ერთი დღე“ და დიტო ცინცაძის „შინდისის“ ჩვენება გაიმართება
2 დეკემბერს რეტროსპექტივის -„თანამედროვე ქართული კინოს“ – ფარგლებში გაიმართება რეზო ესაძის ფილმის „თვე როგორც ერთი დღე“ ჩვენება. ხოლო 3 დეკემბერს – დიტო ცინცაძის ფილმის ,,შინდისი“. სეანსები 17:00 საათზე დაიწყება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, სეანსების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
ინფორმაციისთვის: საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, 8 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში მიმდინარეობს რეტროსპექტივა „თანამედროვე ქართული კინო“.
რეტროსპექტივა 8 ნოემბერს გაიხსნა ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „თბილისი-თბილისი“, რომლის რესტავრაცია ახლახან დასრულდა და აღდგენილი ვერსია მაყურებელმა დიდ ეკრანზე პირველად ნახა. ასევე წარმოდგენილი იყო რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მამა“.
რეტროსპექტივის მიზანია თანამედროვე ქართული კინოს პოპულარიზაცია. სწორედ ამიტომ, ფილმების ჩვენებაზე დასწრება უფასოა. საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში ფილმების ჩვენება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 19:00 საათზე, ხოლო შაბათ-კვირას 17:00 საათზე იმართება.
პროგრამაში წარმოდგენილია 2005-2023 წლებში შექმნილი 36 ქართული ფილმი.
კინოჩვენებების გარდა, შაბათ-კვირის სეანსების შემდეგ იმართება დისკუსიები შემოქმედებითი ჯგუფების წევრთა მონაწილეობით.
რეტროსპექტივა ითვალისწინებს შემდეგი ფილმების ჩვენებას:
„სამი სახლი“ (2008) – რეჟ.: ზაზა ურუშაძე;
„გაღმა ნაპირი“ (2009) – რეჟ.: გიორგი ოვაშვილი;
„ჯაყოს ხიზნები“ (2009) – რეჟ.: დათო ჯანელიძე;
„რენე მიდის ჰოლივუდში“ (2010) – რეჟ.: ალეკო ცაბაძე;
„ქუჩის დღეები“ (2010) – რეჟ.: ლევან კოღუაშვილი;
„შანტრაპა“ (2010) – რეჟ.: ოთარ იოსელიანი;
„მანდარინები“ (2013) – რეჟ.: ზაზა ურუშაძე;
„შემთხვევითი პაემნები“ (2013) – რეჟ.: ლევან კოღუაშვილი;
„ძმა“ (2013) – რეჟ.: თეა მღვდელაძე;
„ლუკა“ (2014) – რეჟ.: გია ბარაბაძე;
„პატარძლები“ (2014) – რეჟ.: თინათინ ყაჯრიშვილი;
„მე ვარ ბესო“ (2014) – რეჟ.: ლაშა ცქვიტინიძე;
„სიმინდის კუნძული“ (2014) – რეჟ.: გიორგი ოვაშვილი;
„მოირა“ (2015) – რეჟ.: ლევან თუთბერიძე;
„ბედნიერების ქალღმერთი“ (2015) – რეჟ.: დიტო ცინცაძე;
„სოლომონი“ (2015) – რეჟ.: ზაზა ხალვაში;
„სხვისი სახლი“ (2016) – რეჟ.: რუსუდან გლურჯიძე;
„დედე“ (2017) – რეჟ.: მარიამ ხაჭვანი;
„ნამე“ (2017) – რეჟ.: ზაზა ხალვაში;
„სავარძელი“ (2017) – რეჟ.: ელდარ შენგელაია;
„ხიბულა“ (2017) – რეჟ.: გიორგი ოვაშვილი;
„ჰორიზონტი“ (2018) – რეჟ.: თინათინ ყაჯრიშვილი;
„ბოროტმოქმედი“ (2018) – რეჟ.: დიმიტრი მამულია;
„სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ (2019) – რეჟ.: ბექა სიხარულიძე;
„შინდისი“ (2019) – რეჟ.: დიტო ცინცაძე;
„უარყოფითი რიცხვები“ (2019) – რეჟ.: უტა ბერია;
„დასაწყისი“ (2020) – რეჟ.: დეა კულუმბეგაშვილი;
„ურსუსი“ (2020) – რეჟ.: ოთარ შამათავა;
„მეოთხე ბრაიტონი“ (2021) – რეჟ.: ლევან კოღუაშვილი;
„გვიანი შემოდგომა“ (2021) – რეჟ.: გია ბარაბაძე;
„მშვენიერი ელენე“ (2022) – რეჟ.: გიორგი ოვაშვილი;
„სამურაი დასვენების ჟამს“ (2022) – რეჟ.: ლევან თუთბერიძე;
„ზამთრის დეპრესია“ (2022) – რეჟ.: თაზო ნარიმანიძე;
„მოქალაქე წმინდანი“ (2023) – რეჟ.: თინათინ ყაჯრიშვილი.