გია ხუხაშვილი: კონსტიტუციაში ჩადებული მიშას ნაღმებით მთავრობაში ვიღაცები ფეთქდებიან

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღესაც იმისთვის იბრძვის, რისთვისაც თავის დროზე იბრძოდა – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილმა კონსტიტუციაში ჩადო ნაღმი, რაზეც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ფეთქდება.
“მარგველაშვილი ამბობს, მე არ ვიქნები მარიონეტი, მას არაფერი არ შეუცვლია, ის რისთვისაც იბრძოდა, იმისთვის იბრძვის დღესაც. მიშას მიერ ჩადებულ ნაღმზე, რომელიც მან კონსტიტუციაში ჩადო, სამწუხაროდ, მთავრობაში ვიღაცები ფეთქდებიან. მთავრობას აქვს თავისი ბოსტანი, პრეზიდენტს – თავისი, პარლამენტს – თავისი. არავინ არავის ბოსტანში არ უნდა გადადიოდეს. მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, მარგველაშვილს ერთხელ მაინც გადაელახოს თავისი უფლებამოსილებები. ის არასდროს ჩარეულა მთავრობის და პარალამენტის კომპეტენციაში. მთავრობის მხრიდან კი პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების მცდელობები იყო”, – აცხადებს ხუხაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები