ბაია კვიციანი ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს უხელმძღვანელებს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეობა პარლამენტის წევრს – ბაია კვიციანს დაევალა.

პარლამენტის ინფორმაციით, ბავშვის უფლებათა დაცვის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო შექმნილია პარლამენტში ბავშვის უფლებების დაცვის საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებისა და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობისათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები