“მოსალოდნელი იყო, რომ „ნაცმოძრაობში“ კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდებოდა” – რატი იონათამიშვილი

“ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. როგორც რატი იონათამიშვილი აცხადებს, პარტიაში კრიზისი მოსალოდნელი იყო, რადგან ის ღირებულებებისა და ფასეულობებისგან დაცლილია.

“მოსალოდნელი იყო, რომ ასეთი კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდებოდა ამ პარტიაში. ჩვენ ახლა სწორედ ამ პროცესებს ვხედავთ, ეს არის ლოგიკური, ვინაიდან პარტიაში არ არსებობს ღირებულებები, არ არსებობს საქმიანი დღის წესრიგი, არამედ, მხოლოდ ან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ან ერთმანეთში ქიშპი მიმდინარეობს, შეუძლებელია, საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას სხვანაირად ამთავრებდე”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები