მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს ფორმატში საქართველო ყოველთვის იყოს წარმოდგენილი და ჩვენი ქვეყნის პოზიციები ყოველთვის გაჟღერდეს

ეუთოს ფორმატები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემაზე სწორედ ამ ფორმატებში ხდება ჩვენი მხრიდან პოზიციების გაჟღერება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატში საქართველო ყოველთვის იყოს წარმოდგენილი და საქართველოს პოზიციები ყოველთვის ჟღერდებოდეს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს ორდღიანი მინისტერიალი მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები