არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლილი და ღრმა კრიზისში

რაც დათესეს, იმას იმკიან. თავისი ქვეყნისთვის სურდათ დესტაბილიზაცია და დღეს დესტაბილიზაცია პარტიის შიგნით აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, პარტიის წევრები ერთმანეთს არ ენდობიან.

„ითხოვდნენ მთავრობის გადაყენებას – გადააყენეს თავისი თავმჯდომარე. ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს – ერთხელ უკვე მოუწიათ არჩევნების ჩატარება და ალბათ კიდევ მოუწევთ უახლოეს მომავალში. ფაქტია, რომ პარტია არის დაშლილი და ღრმა კრიზისში. ორი ადამიანიც არ მოიძებნება, რომელიც ერთმანეთს ენდობა“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები