30 ნოემბერი ზაირა არსენიშვილის დაბადების დღეა

30 ნოემბერს შესანიშნავ ქართველ მწერალს, სცენარისტს, ზაირა არსენიშვილს 90 წელი შეუსრულდებოდა. ინფორმაციას მწერალთა სახლი აქვეყნებს
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს, 1956 წელს თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი.
მუშაობდა მუსიკის პედაგოგად. 1957–1971 წლებში უკრავდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრში. 1972 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის” მწერალთა გაერთიანების” კინოდრამატურგი, 1975 წლიდან მეორე შემოქმედებითი გაერთიანების რედაქტორი.
დაწერილი აქვს სცენარები ფილმებისათვის: „როცა აყვავდა ნუში” (1972), „აურზაური სალხინეთში” (1975), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” (1978), „დღეს ღამე უთენებია” (1983), „ორომტრიალი” (1986), „ვალსი პეჩორაზე” (1992), აგრეთვე სცენარი ილია ჭავჭავაძის „კაცია–ადამიანის“?! საეკრანო ვერსიისათვის (1979), მისი მოთხრობის მიხედვით დაიდგა კინონოველა „ბედნიერება” (2009). კინოდრამატურგი.
1998 წელს მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია.
ავტორია ეპოქალური რომანისა „ვა, სოფელო“ (კახური ქრონიკები) 2002 წ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები