ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ომი და განადგურება რუსეთის არჩევანია

„რუსეთი უხეშად არღვევს ევროპის უსაფრთხოების წესრიგის მთავარ პრინციპებსა და ვალდებულებებს – რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ამ საბაზისო პრინციპებს, მათ შორის, საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წლის შემდეგ”, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა.

მისივე თქმით, ომი და განადგურება რუსეთის არჩევანია

“რუსეთი არა მხოლოდ უხეშად არღვევს გაეროს ქარტიას, ასევე, არღვევს ევროპის უსაფრთხოების წესრიგის მთავარ პრინციპებსა და ვალდებულებებს. რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ამ საბაზისო პრინციპებს, მათ შორის, საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წლის შემდეგ. ეს პრინციპები არც მოლაპარაკებებს ექვემდებარება და არც გადახედვის ან ხელახლა ინტერპრეტაციის საგანს წარმოადგენს. ევროპაში არ არის ადგილი რუსეთის ცნებებისთვის გავლენის სფეროების შესახებ ან ნულოვანი ჯამის თამაშზე. ომი და განადგურება რუსეთის არჩევანია. ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ რუსეთს შეუძლია ამ ომის ნებისმიერ დროს შეჩერება და მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმაზე, სადაც ახლა ჩვენ ვართ, ევროპაში ომის დროს კიდევ ერთი ზამთრის წინაშე. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთმა, რომელსაც სურდა სწრაფი გამარჯვება, წარმატებას ვერ მიაღწია და ვერც მიაღწევს უკრაინის დასამარცხებლად. უკრაინელების გამძლეობა და სიმამაცე აღმაფრთოვანებელია“, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები