განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში თემატური მოკვლევის ზეპირი მოსმენა გაიმართა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე მათი სოციალური და ემოციური მდგომარეობის გავლენის შეფასებისა და არსებული მხარდამჭერი მექანიზმების ეფექტიანობის შესწავლის მიზნით, თემატურ მოკვლევას ახორციელებს.

პარლამენტის ინფორმაციით, აღნიშნული მოკვლევის მიზანია მოსწავლეთა ფსიქო-სოციალური მხარდამჭერი სერვისების შესწავლა, სოციო-ემოციური სწავლების ხელშეწყობა და უსაფრთხო სასკოლო გარემოს მნიშვნელობის განსაზღვრა მოსწავლეთა სოციალურ და ემოციურ უსაფრთხოებაზე.

თემატური მოკვლევის მთავარი მომხსენებელი, განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი მოკვლევის ფარგლებში საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე თემატური მოკვლევის საკითხთან დაკავშირებით სექტორში არსებული გამოწვევები განიხილეს, მათ შორის სკოლების საჭიროებები. აღნიშნულის საპასუხოდ შემუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც აღმსრულებელი ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს გაეგზავნებათ.

თემატურის მოკვლევა USAID-ის ეროვნული მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები