ირაკლი კობახიძე: უნგრეთი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია, დარწმუნებულები ვართ, ეს პოზიცია არ შეიცვლება
იცით, რომ უნგრეთი არის ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი და დარწმუნებულები ვართ, ეს პოზიცია არ შეიცვლება,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს „პოლიტიკოს“ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ შარლ მიშელისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, სადაც ორბანი კიევის მხარდაჭერაზე სტრატეგიის გადახედვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უკრაინის გაწევრიანების პროცესის დაბლოკვით იმუქრება.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით,
ევროკავშირისა და უნგრეთის მოლაპარაკება არის ევროკავშირისა და უნგრეთის საქმე.
„ეს არის ამ ორი მხარის საქმე და დარწმუნებულები ვართ, ევროკავშირს მოლაპარაკების წარმატებით დასრულება არ გაუჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.