ირაკლი კობახიძე: ზურაბიშვილს ვურჩევდი, ნუ გაშიფრავს საკუთარ ალიანსს „ნაცმოძრაობასთან“
“სალომე ზურაბიშვილს ვურჩევდი, ასე ღიად ნუ გაშიფრავს საკუთარ ალიანსს „ნაცმოძრაობასთან“ და ასე ღიად ნუ ჩაერთვება „ნაცმოძრაობის“ სპეკულაციურ კამპანიებში”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რომ ქართველი ემიგრანტები მომავალ არჩევნებში მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მათ ხმის მიცემა არ გაუჭირდეთ.
კობახიძის თქმით, ემიგრანტებს სურვილის შემთხვევაში ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნება.
„რაც შეეხება ემიგრანტებს, გახსნილი იქნება საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ და ემიგრანტებს, სურვილის შემთხვევაში, ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ. ეს იქნება უზრუნველყოფილიყო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. სალომე ზურაბიშვილს ვურჩევდი, ასე ღიად ნუ გაშიფრავს საკუთარ ალიანსს „ნაცმოძრაობასთან“ და ასე ღიად ნუ ჩაერთვება „ნაცმოძრაობის“ სპეკულაციურ კამპანიებში“, – განაცხადა კობახიძემ.