ირაკლი კობახიძე: არც „ნაცმოძრაობას“, არც „ლელოს“, არც გახარიას, არც სალომე ზურაბიშვილს, არც ნინო ლომჯარიას ან ვინმე სხვას წარმატების პერსპექტივა არ აქვს

“მთლიანობაში, ოპოზიცია არის ძალიან სუსტად წარმოდგენილი. მთელი კამპანია ჰქონდათ წელიწად-ნახევარი იმაზე აგებული, რომ ქვეყანას არ უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი, კანდიდატის სტატუსსაც ვიღებთ. ჩამოეშალათ ყველაფერი, თავზე აქვთ დამხობილი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ,  ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ პირობებში არც „ნაცმოძრაობას“, არც „ლელოს“, არც გახარიას, არც სალომე ზურაბიშვილს, არც ნინო ლომჯარიას ან ვინმე სხვას წარმატების პერსპექტივა არ აქვს.

„რაც შეეხება ოპოზიციას, რაღაც პროცესები მიდის. არის ასეთი გეგმა, რომ იყოს „ნაცმოძრაობის“ ორი სუბიექტი გაერთიანებული საპარლამენტო არჩევნებისთვის. ერთი, ეს უნდა იყოს პარტია „ნაცმოძრაობა“ და მეორეზე ფიქრობენ ასე – უნდა იყოს „ლელო“, გახარია, სალომე ზურაბიშვილი, ლომჯარია, ასეთი სუბიექტები. თავადაც შეგიძლიათ, იმსჯელოთ, რამდენად აქვს ასეთ პოლიტიკურ გაერთიანებას რაიმე პერსპექტივა. ჯერ მარტო „ლელო“ და გახარია რომ ავიღოთ, ერთი მეორეს თაღლითს უწოდებდა და მეორე პირველს – თვალთხარიას. მათი გაერთიანება რამდენად შეიძლება, იყოს პერსპექტიული, თავად იმსჯელეთ. სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ოპოზიცია მოღალატედ აცხადებდა და ლანძღავდა ყველანაირი უშვერი სიტყვებით, როგორ შეიძლება რაიმეს მომტანი იყოს პოლიტიკური ერთობისთვის, ამაზეც შეუძლია საზოგადოებას იმსჯელოს. ერთმანეთზე დისკრედიტირებული, ერთმანეთზე ყველაფრისგან დაცლილი ადამიანები არიან, ვისზეც არის საუბარი, შესაბამისად, არავითარი პერსპექტივა ასეთ გაერთიანებებს არ აქვს. მთლიანობაში, ოპოზიცია არის ძალიან სუსტად წარმოდგენილი. მთელი კამპანია ჰქონდათ წელიწად-ნახევარი იმაზე აგებული, რომ ქვეყანას არ უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი, კანდიდატის სტატუსსაც ვიღებთ. ჩამოეშალათ ყველაფერი, თავზე აქვთ დამხობილი. ასეთ პირობებში არც პარტია „ნაცმოძრაობას“, არც „ლელოს“, არც გახარიას, არც სალომე ზურაბიშვილს, არც ნინო ლომჯარიას ან ვინმე სხვას წარმატების პერსპექტივა არ აქვს. ერთადერთი შეიძლება, პარტია „ნაცმოძრაობამ“ გადალახოს 5%-იანი ბარიერი“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები