ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობაში“ პროცესი ტოტალური საარჩევნო მარცხით დამთავრდება
„ნაცმოძრაობაში“ პროცესი დამთავრდება ტოტალური საარჩევნო მარცხით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობა” არჩევნებს მეცხრედ წააგებს.
„მეცხრედ წააგებენ არჩევნებს ამ ქვეყანაში. რაც შეეხება იმ ვითარებას, რომელიც დღეს არის „ნაცმოძრაობაში“, ეს არის ძალიან კარგი. დაიყო ბოლშევიკებად და მენშევიკებად. ბოლშევიკების ფორმალური თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, მენშევიკების ლიდერი არის მელია. ეს პროცესები გაგრძელდება, რაც ძალიან კარგია. საბოლოოდ, ამის დასასრული რა იქნება, არ ვიცი, არჩევნების წინ მაინც მოახერხებენ იმედია ერთმანეთისგან გაყრას. თუ ვერ მოახერხებენ ეს კიდევ უკეთესი. მთავარია, რომ ისინი მეცხრედ წააგებენ არჩევნებს“, – აღნიშნა კობახიძემ.