“ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტი რას იტყვის ჩემ მიერ ნათქვამ სიმართლეზე, მოიწონებს თუ გამლანძღავს, პირდაპირ გეუბნებით, საერთოდ არ მაინტერესებს” – მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს

“ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტი რას იტყვის ჩემ მიერ ნათქვამ სიმართლეზე, მოიწონებს თუ გამლანძღავს, პირდაპირ გეუბნებით, საერთოდ არ მაინტერესებს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ოპოზიციური მედიის ჟურნალისტი დაინტერესდა, უქმნით თუ არა უხერხულობას „ქართული ოცნებას“ რუსეთის წარმომადგენლების დადებითი გამოხმაურებები.

„ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდისტი რას იტყვის ჩემ მიერ ნათქვამ სიმართლეზე, მოიწონებს თუ გამლანძღავს, პირდაპირ გეუბნებით, საერთოდ არ მაინტერესებს.

მე ვამბობ სიმართლეს. დიახ, საქართველოს არ აწყობს რუსეთისთვის სანქციების დაწესება და თუ აწყობს, თქვენ მითხარით – ეს პირველ რიგში ქვეყანას დააზიანებს. ეს ტყუილია თუ მართალი?“, – მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტს.

მისი თქმით, ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე რომ არ გავა, აღნიშნული ქვეყანაში ეკონომიკის 10%-იანი ვარდნას გამოიწვევს.

„არ დაიღუპები, მაგრამ გექნება სერიოზული ვარდნა. თქვენ გინდათ 10%-იანი ვარდნა და საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა. ესაა საქმე. 6,5% იყო პანდემიის დროს საქართველოში ეკონომიკის ვარდნა და გახსოვთ, რაც ხდებოდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები