პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი სამიტის მონაწილე, მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრება არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები