“შემთხვევითი არ არის, რომ ვინც ომისკენ მოგვიწოდებდა, ბიძინა ივანიშვილზე შეკვეთილ სტატიებს აქვეყნებს” – მამუკა მდინარაძე
“ვინც მოგვიწოდებდა ომისკენ, ბიძინა ივანიშვილზე შეკვეთილ სტატიებს აქვეყნებს და არ არის ეს შემთხვევითი”, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე Politico-ს მიერ ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებულ სტატიას.
„დადასტურდა რასაც ვამბობდით. ამავდროულად, ერთი საინტერესო დეტალია – ის, ვინც ითხოვდა ომს საქართველოში, შეიძლება არავინ ეკითხებოდა ისე, მათ შორის, ჟურნალისტი და გამოდიოდა, რაღაც პოსტებს წერდა თუ საზოგადოების წინაშე სხვადასხვა პლატფორმიდან გამოდიოდა, იგივე ადამიანები წერენ შეკვეთილ სტატიებს ბიძინა ივანიშვილზე. ეს არ არის დამთხვევა, ეს არის ფაქტების კრებული, საიდანაც ჩვენ, ადამიანებს, საზოგადოებას, გამოგვაქვს ლოგიკური დასკვნა.
ის, ვინც მოგვიწოდებდა ომისკენ, ბიძინა ივანიშვილზე შეკვეთილ სტატიებს აქვეყნებს და არ არის ეს შემთხვევითი. ამას ვამბობდით ჩვენ ორი დღის წინ, როდესაც ეს სტატია პირველად გამოქვეყნდა, როცა ჟურნალისტებმა კითხვები დაგვისვეს, ვთქვით, რომ ეს სტატია იაფი არ დაჯდებოდა და მართლაც“, – აღნიშნა მდინარაძემ.