ელისო ბოლქვაძე პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, ელისო ბოლქვაძემ ელჩს კულტურის კომიტეტის მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
თავის მხრივ, ელჩმა პოლონეთში არსებულ კულტურის სფეროს ინსტიტუციური განვითარების მექანიზმებზე ისაუბრა.
მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე და დასახეს სამომავლო გეგმები კულტურის კომიტეტის წევრების სამუშაო ვიზიტის შესახებ პოლონეთში.