მაკა ბოჭორიშვილი: „ნაცმოძრაობა” ღირებულებებისა და იდეოლოგიისგან არის დაცლილი
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ხანია, გაურკვევლობა და ქაოსია, რაც მათთვის კარგს არაფერს მიანიშნებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” იდეოლოგიისგან დაცლილია.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ხანია, გაურკვევლობა და ქაოსია, რაც მათთვის კარგს არაფერს მიანიშნებს. თუმცა, რეალურად, ეს იმ პროცესის დასასრულია, რა პროცესიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ხნის წინ დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირი ღირებულებებისა და იდეოლოგიისგან დაცლილი პარტიაა და ბუნებრივია, სხვა შედეგები შეუძლებელი იყო, გვეხილა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.