ილია დარჩიაშვილი ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღო არაფორმალური ხასიათის შეხვედრაში, სადაც განხილვის თემა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე ეუთოს ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხი იყო.
ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს და სიტყვით გამოვა მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, ასევე, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპელ კოლეგებთან და ეუთოს წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები