ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი ასი წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორც საკონსულტაციო კომპანია Kissinger Associates-მა გამოაცხადა, ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონექტიკუტში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ჰენრი კისინჯერი, როგორც ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი და შემდეგ სახელმწიფო მდივანი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის პრეზიდენტობის დროს, 1969–1977 წლებში იყო ტოტალიტარულ საბჭოთა კავშირთან ურთიერთობებში განტვირთვის პოლიტიკის ერთ-ერთი არქიტექტორი.

საგარეო პოლიტიკაზე კისინჯერის შეხედულებები ორი ზესახელმწიფოს – აშშ-სა და სსრკ-ს შორის დაპირისპირების წლებში ჩამოყალიბდა, ის იყო realpolitik-ის მომხრე – მანევრირებისა და “შესაძლო”-ს ძიების პოლიტიკის მომხრე. ასეთი დარჩა ის ბოლომდე, რაც არაერთხელ აჩვენა ბოლო წლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები