„ნაცმოძრაობა“ დაშლის პირასაა, რაც საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ პოზიტიურია” – გივი მიქანაძე
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“, ფაქტობრივად, დაშლის პირასაა, რაც პოზიტიურია.
„გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს გაფართოებასთან დაკავშირებით სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. 20 კაცს დაიმატებენ პოლიტსაბჭოში და შექმნიან უაზრო სტრუქტურას, თუ რა ნაბიჯს გადადგამენ, ფაქტია, რომ ეს პროცესი, რომელიც წლებია გრძელდება, მივიდა პიკურ მდგომარეობამდე. ეს პარტია, ფაქტობრივად, დაშლის პირასაა, რაც საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნისთვის მხოლოდ პოზიტიურია“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
29 ნოემბერს „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს.