რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობის” პოტენციალი ნულს ქვემოთ არის

„ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები კარგად წარმოაჩენს ამ პარტიის რესურსსაც და პოტენციალსაც, რომელიც ნულს ქვემოთ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რატი იონათამიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, ამ საკითხზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უხერხულია.

„ნაცმოძრაობაზე“ სერიოზული კომენტარების გაკეთება უკვე უხერხულია, იმდენად არასერიოზული ორგანიზაცია გახდა ეს პოლიტიკური პარტია. ამავდროულად, ეს ძალიან კარგად წარმოაჩენს ამ პარტიის რესურსსაც და პოტენციალსაც, რომელიც ნულს ქვემოთ არის. ეს ყველაფერი კონკრეტულ რიცხვებში უკვე 2024 წლის არჩევნებში გამოიხატება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, გუშინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები