“იმედი მაქვს, რომ 9 პრიორიტეტის შესრულების პროცესში ოპოზიციის ჩართულობა იქნება ბევრად უფრო მაღალი ხარისხის, ვიდრე წინა შემთხვევაში იყო” – ბექა დავითულიანი
“იმედი მაქვს, რომ 9 პრიორიტეტის შესრულების პროცესში ოპოზიციის ჩართულობა იქნება ბევრად უფრო მაღალი ხარისხის, ვიდრე წინა შემთხვევაში იყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„ამ 9 პრიორიტეტიდანაც, ჩვენ რა ბერკეტიც გვაქვს, ყველაფერს შევასრულებთ. შედგენილია გეგმა, რომელსაც გავაცნობთ და კონსულტაციას გავივლით პარტნიორებთანაც, გავაცნობთ ოპოზიციასაც და იმედი მაქვს, რომ ჩართულობა იქნება ბევრად უფრო მაღალი ხარისხის, ვიდრე წინა შემთხვევაში იყო“, – აღნიშნა დავითულიანმა.
ხელისუფლება იმ 9 პრიორიტეტზე მუშაობს, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთვის ჩამოაყალიბა. ხელისუფლების მიერ შექმნილი სამოქმედო გეგმა საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.