„სალომე ზურაბიშვილს არაფერი გამოუვა იმიტომ, რომ ურეიტინგოა“ – ირაკლი ზარქუა

„ფაქტია, რასაც აკეთებს, მიმართულია იქითკენ, რომ ის გახდეს ერთგვარი ლიდერი ამ ხელმოცარულების, ჩახდილების და რადიკალების“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტზე საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ჩვენ ავირჩიეთ პრეზიდენტი, რომელიც ბილბორდზე არ იყო გამოკრული და გადამალული გყავდა, რადგან ქართულმა საზოგადოებამ ის არ მიიღო, ეს უნდა ვაღიაროთ. აქედან გამომდინარე, მისი რესურსი არ მგონია რამეს წარმოადგენდეს. არაფერი გამოუვა, იმიტომ რომ ურეიტინგოა, ვინც გადახედავს მის მოღვაწეობას, არ მგონია, რაიმე დადებითი დასკვნა გამოიტანს და, მით უმეტეს, ვერ გააძლიერებს ოპოზიციას“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები