ხელოვნების მუზეუმს კიდევ ერთი დაკარგული ფერწერული ნამუშევარი დაუბრუნდა
დღეს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს ჟან სიმეონ შარდენისათვის (1699-1779) მიკუთვნებული ნატურმორტი გადასცა.

სურათს ჩაუტარდა კვლევა ხელოვნების მუზეუმში ახლად შექმნილ ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში. ჩატარებული ტექნოლოგიური კვლევა უტყუარად ადასტურებს, რომ კვლევის ობიექტი წარმოადგენს 1994 წელს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან გატაცებულ ფერწერულ ნამუშევარს. ნამუშევრის ავთენტიკურობა დარღვეული არ არის.
მოცემული სურათი მუზეუმისათვის კუთვნილი რიგით 132-ე ექსპონატია, რომელიც 2021 წლის გაზაფხულიდან დღემდე ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.