გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში დაგეგმილ შეხვედრებს აუქმებს

ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აშშ-ში დაგეგმილ შეხვედრებს აუქმებს. აბაშიშვილის ინფორმაციით, უკვე გაგზავნა წერილები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტსა და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრების გაუქმებასთან დაკავშირებით.
“რამდენიმე წუთის წინ ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან საქართველოს პრეზიდენტის 26 სექტემბერს დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების თხოვნით გავაგზავნე წერილი, გუშინ გვიან საღამოს პრეზიდენტ მარგველაშვილისა და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის დოქტორ კიმის, ასევე 26 სექტებერს დაგეგმილი შეხვედრის გაუქმება ვითხოვე, დღეს ასევე შევაჩერე საქართველოს პრეზიდენტისა და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის შეხვედრასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები”, – აცხადებს აბაშიშვილი. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ჩაშლის შესახებ გუშინ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები