17-დღიანი სამუშაოების შემდეგ, ინდოეთში, ჩანგრეულ გვირაბში ჩარჩენილი 41-ვე მუშა გადაარჩინეს

17-დღიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, ინდოეთში მაშველებმა 41 მუშა გადაარჩინეს, რომლებიც ჰიმალაის ჩამონგრეულ გვირაბში იყვნენ ჩარჩენილი. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, ისინი სამედიცინო შემოწმების მიზნით სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა დაშავებული არავინაა.

12 ნოემბერს უტრახანდის მთიან რეგიონში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, სილკიარას გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა და მუშები შიგნით მოიყოლა.

როგორც ცნობილია, მათ ჟანგბადს, სასმელსა და მშრალ საკვებს მილის საშუალებით აწვდიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები