გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში გამოვლენილ სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქმის წარმოება გარდაბნის მუნიციპალიტეტში ცხოველური ნარჩენით გარემოს დანაგვიანების ფაქტზე დაიწყო.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ კრწანისში, გიგანტის ტყის მიმდებარე ხევში ცხოველური ნარჩენით დაბინძურებულ ადგილზე პირველადი დათვალიერების აქტი შეადგინეს.

“სამართალდამრღვევის დადგენისა და საქმის წარმოების დასრულების შემდეგ, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან რეჟიმში, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე”, – წერია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები