აზერბაიჯანული მედია: ბაქოში აშშ-ის საელჩომ გადადო ამერიკული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებთან შეხვედრა მას შემდეგ, რაც სამთავრობო მედიაში სიუჟეტები გავიდა, რომ საელჩო შეხვედრას აწყობს თავის „ჯაშუშურ ქსელთან“

აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩომ გადადო საზეიმო შეხვედრა ამერიკული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებთან, რომელიც 27 ნოემბერს სასტუმრო Marriott Absheron-ში იყო დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა Turan-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც სამთავრობო მედიაში სიუჟეტები გავიდა, რომ საელჩო შეხვედრას აწყობს თავის „ჯაშუშურ ქსელთან“, რომლებიც „შეერთებულ შტატებში სწავლისას ამერიკელ აგენტებად აიყვანეს“.

„საელჩო მოუთმენლად ელოდა ჩვენი ორი ფლაგმანი საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამის იუბილეს აღნიშვნას და ყოველთვის ხაზს უსვამდა აშშ-ში კურსდამთავრებულთა წვლილს აზერბაიჯანული საზოგადოების განვითარებაში“, – განუცხადეს აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოში გამოცემა Turan-ს.

გარდა ამისა, როგორც საელჩოში აღნიშნეს, მოსალოდნელი იყო, რომ ღონისძიებას 400-ზე მეტი სტუმარი დაესწრებოდა, მათ შორის მთავრობის, განათლების, არაკომერციული და კერძო სექტორიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები