ხელოვნების სასახლის კოლექციებს გამორჩეული ქართველი მხატვრის, შალვა ქიქოძის 21 ნამუშევარი შეემატა
ხელოვნების სასახლის კოლექციებს გამორჩეული ქართველი მხატვრის, შალვა ქიქოძის 21 ნამუშევარი შეემატა. ინფორმაციას გიორგი კალანდია ავრცელებს.
„მეგობრებო, კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი! ხელოვნების სასახლის კოლექციებს გამორჩეული ქართველი მხატვრის, შალვა ქიქოძის 21 ნამუშევარი შეემატა. ეს არის უნიკალური კოლექცია, რადგან იგი მოიცავს უდროოდ გარდაცვლილი და უცხოეთში დაკრძალული მხატვრის თვალით დანახულ 21 დიდი ქართველის შარჟს…
ამ შარჟებში თქვენ იხილავთ: კონსტანტინე გამსახურდიას, ნიკო ნიკოლაძის, იაკობ გოგებაშვილის და სხვათა შესანიშნავ, კოლორიტულ ფიგურებს.
შალვა ქიქოძე თანამედროვე ქართული ფერწერის კორიფეა, ამდენად, მის ყველა გამონათებას სამუზეუმო კოლექციებში დიდი ეროვნული მნიშვნელობა ენიჭება.. ამ ნახატების შეძენა და სამუზეუმო კუთვნილებად გარდაქმნა კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივა იყო, ამ ამბის გამო ძალიან მადლიერები და გახარებულები ვართ, ვულოცავ ქართული კულტურის გულშემატკივართ, ვულოცავ საკუთარ თავს“, – წერს გიორგი კალანდია.