რუსეთის ჰუმანიტარული კოლონა ლუგანსკისკენ 13 სექტემბერს დაიძვრება
კოლონა რუსული ჰუმანიტარული დახმარებით იზვარინოს გამშვები პუნქტიდან ლუგანსკისკენ 13 სექტემბერს დაიძვრება. ამის შესახებ სააგენტო „იტარ-ტასი“ წერს. მოცემულ მომენტში კოლონა დონეცკშია გაჩერებული. ჰუმანიტარული ტვირთის საერთო წონა 2 000 ტონაა. საკვები პროდუქტების გარდა, ტვირთი წყლის გამწმენდ აპარატებს, ელექტროგენერატორებს და ჰუმანიტარული კატასტროფის შედეგების გადასალახად საჭირო სხვა საშუალებებს შეიცავს.