გიორგი ამილახვარმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით განხორციელებული ინიციატივები და მიღწეული შედეგები შეაჯამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის წევრებს სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით განხორციელებულ ინიციატივებსა და მიღწეულ შედეგებზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია მოტივირებული, მშრომელი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა დაფასება და მათი წახალისება. მისი თქმით, ამ მიზნით, სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობას და სტუდენტებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი აქტივობის შეთავაზებას.

გიორგი ამილახვარი: „მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება გაუნულდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება საჯარო და კერძო უნივერსიტეტების, საქართველოს მოქალაქე დაახლოებით 27 000 სტუდენტს, რომელთაც არსებული დავალიანება ჩამოეწერათ და სურვილის შემთხვევაში მათ სტატუსის აღდგენისა და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევათ
ასევე, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან გაორმაგდება სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა. განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად მიიღებენ 300-ლარიან სტიპენდიას. რაც შეეხება სტუდენტთა რაოდენობას, თუ აქამდე სტიპენდია გაიცემოდა საშუალოდ 2 500 სტუდენტზე, 2023-2024 სასწავლო წლიდან გაორმაგებულ სტიპენდიას 5 000 წარმატებული სტუდენტი მიიღებს‘‘.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები