მიხეილ სარჯველაძე: ევროინტეგრაციის გეგმა შთამბეჭდავიცაა და ამბიციურიც

“ევროინტეგრაციის გეგმა არის როგორც შთამბეჭდავი, ასევე ამბიციურიც, ყველა შესაძლებლობა იქნება გამოყენებული, რათა პროგრესი თვალსაჩინო იყოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობისთვის, საკუთარ თავში ძალა უნდა აღმოაჩინოს.

„ეს თუ არ უნდათ, მიზეზს ყოველთვის იპოვიან, მცდარს და არასწორს, მაგრამ მაინც იპოვნიან, რათა კონსტრუქციულ მონაწილეობას გაექცნენ. მათ შეუძლიათ, პროცესში მონაწილეობა, მთავარია, საკუთარ თავში ძალა აღმოაჩინონ, რომ ქვეყნის სასარგებლოდ იმუშაონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, გუშინ ევროინტეგრაციის კომისიის 70-ე სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები