მიხეილ დაუშვილი: სამუშაო ფორმატები უნდა შეიქმნას და დროულად უნდა დაიწყოს მუშაობა დათქმების შესრულების კუთხით

“სამუშაო ფორმატები უნდა შეიქმნას და დროულად უნდა დაიწყოს მუშაობა დათქმების შესრულების კუთხით”,- ამის შესახებ “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა ევროკავშირის დათქმების შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესში ოპოზიცია უნდა ჩაერთოს.

“რა თქმა უნდა, ამ პროცესში ოპოზიცია სრულად უნდა ჩაერთოს. კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რეალურად ვის შეუძლია საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებით მუშაობა და ვის შეუძლია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მუშაობა. მიუხედავად იმისა, რა მოლოდინები გვაქვს და “ოცნება” რისი გამკეთებელია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ მოლაპარაკების ეტაპზე გადასასვლელად”, – განაცხადა დაუშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები