გურამ მაჭარაშვილი: ევროპაში დაინახეს, ვინ მუშაობს და ვინ ზარმაცობს პარლამენტში
“რადიკალურ ოპოზიციას ცუდად აქვს საქმე, რადგან უკვე ევროპაშიც აღარ ენდობიან”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ზარმაცია.
“ეს მათმა კოლეგებმაც დაადასტურეს. ევროპაში დაინახეს, ვინ მუშაობს და ვინ ზარმაცობს პარლამენტში, ვინ იღვწის იმისთვის, რომ მუშაობის ხარჯზე ხალხმა იცხოვროს და ვინ იღვწის იმისთვის, რომ ხალხის ხარჯზე თვითონ იცხოვროს. მათ კარგად იციან, რომ ჩვენ შევასრულებთ ყველაფერს, რაც არის ჩვენი და ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ის, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს, ამასაც იგებს უკვე ევროკავშირი და ეს არ მოსწონს სწორედ ოპოზიციას. მე არ მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ მოვიდნენ. მაინც ზარმაცები არიან, ისინი წინა საარჩევნოდ არ იმუშავებენ და ეს ჩვენთვის კარგია, რადგან აღარ აირჩევენ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.