“თუ საერთო ოპოზიციური შეთანხმება იქნება, „ქართულ ოცნებასთან“ კი არა, მგელთან შევალ ბუნაგში” – პაატა მანჯგალაძე

“შემხვედრი წინადადება მაქვს „ქართული ოცნებისთვის“, თუ გადმოდგამენ ნაბიჯს და ჩვენი ინიციატივების განხილვას დაიწყებენ, ვიფიქრებ, ვიმუშაო სამუშაო ჯგუფში – პროცესში, რომელიც ემსახურება იმიტაციას, ჩემს თავს ვერ ვხედავ“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან ცხრა დათქმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფებში მუშაობის საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

„18-მა თვემ გვანახა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იმიტაციას მოახმარა ის ცხრა სამუშაო ჯგუფი, ერთი ინიციატივაც კი არ არსებობს, სადაც ოპოზიციასთან ან არასამთავრობო სექტორთან შეთანხმებით რაიმე კომპრომისი გააკეთა. შემხვედრი წინადადება მაქვს „ქართული ოცნებისთვის“, ჩვენ ინიცირებული გვაქვს ექვსი კანონპროექტი რეკომენდაციების შესრულებაზე, თუ გადმოდგამენ ნაბიჯს, განხილვას დაიწყებენ, სიამოვნებით ვიფიქრებ, ვიმუშაო სამუშაო ჯგუფში.

მანამდე პროცესში, რომელიც ემსახურება იმიტაციას და ხალხის შეცდომაში შეყვანას, მე პირადად ჩემს თავს ვერ ვხედავ, მაგრამ თუ საერთო ოპოზიციური შეთანხმება იქნება და მეტყვიან, რომ აუცილებელია ამის გაკეთება, „ქართულ ოცნებასთან“ კი არა, მგელთან შევალ ბუნაგში, თუ საქართველოს დასჭირდა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები