გივი მიქანაძე: პროცესი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარეობს, მხარდაჭერილია პარლამენტის მხრიდან

„შესაძლებლობა გვექნება, დეტალურად მოვისმინოთ ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების თაობაზე”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარეობს, პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერილია.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ძალიან მრავალმხრივია ის რეფორმები, რომელიც სამინისტროში ხორციელდება. ის პროცესი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარეობს, არის მხარდაჭერილი პარლამენტის მხრიდან გამომდინარე იქიდან, რომ ვხედავთ კონკრეტულ გეგმას, კონკრეტულ შედეგებს და ეს შედეგები ორიენტირებულია საზოგადოების საჭიროებებზე და მოთხოვნებზე“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს მინისტრის საათის ფორმატში მოუსმენენ. ამილახვარი სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და მომავალში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრებს. მინისტრი კანონმდებლების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები