საპარლამენტო უმრავლესობა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს დაუჭერს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს დაუჭერს.

როგორც მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მთავრობის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტში არ არსებობს სფერო, სადაც გაზრდილი არ არის დაფინანსება.

„მთავრობის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტში არ არსებობს სფერო, სადაც გაზრდილი არ არის დაფინანსება. ბუნებრივია, იმ ბიუჯეტს, რომელიც შემოვა საბოლოო დადასტურებული სახით, ექნება საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები