ალექსანდრე რაქვიაშვილი: სრული ბარდაგია, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს ხდება

სრული ბარდაგია, რაც ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს ხდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, იგი აკვირდება პროცესს, როგორი კონფიგურაციით შენარჩუნდება „ნაციონალური მოძრაობა“.

„მაინტერესებს, როდის დამთავრდება. უკვე ნახევარი წელი თუ ცხრა თვეა, ეს გაუგებრობა გრძელდება, ძალიან ბევრი ყურადღებაა მიქცეული. შესაძლოა, ეს ახსნადია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამის გამო სხვა უფრო მნიშვნელოვან თემებზე ვერ ვლაპარაკობთ. რაც მთავარია, არ გვესმის, „ნაციონალური მოძრაობა“ როგორი კონფიგურაციით შენარჩუნდება ან ვის უნდა დაელაპარაკო. ასეთი კონფლიქტი როცა გაქვს პარტიაში და ვერ აგვარებ, შესაძლოა, მმართველი გუნდის, თავმჯდომარის და სხვა მმართველების ლეგიტიმურობის პრობლემა დადგეს. ვაკვირდები ამას, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ დამთავრდება, თუმცა იმედია, სწრაფად დასრულდება“,– განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები