გიორგი ვოლსკი: სრული ქაოსია „ნაცმოძრაობაში“
მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ვოლსკი “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიაში დაშლის პროცესი მიმდინარეობს.
“სრული ქაოსია „ნაცმოძრაობაში“. შეიძლება, სასამართლოში იქნეს ეს თემა განხილული, მაგრამ ამასაც აზრი არ აქვს იმიტომ, რომ დაშლის პროცესი მიმდინარეობს. სამართლებრივი მხარე მოშლილი, მორღვეული აქვს ამ ყველაფერს და ლევან ხაბეიშვილის ცოდნა პარტიული მმართველობის საკითხების, კიდევ ერთხელ დადასტურდა. ფაქტია, რომ რომელიმე ტრიბუნიდან „ნაცმოძრაობაზე“ მსჯელობა, როგორც ერთიან მონოლითურ პოლიტიკურ ძალაზე საფუძველს მოკლებულია. პარტიაც აღარაა. რევოლუციური კომიტეტია და თუ რევოლუციურ კომიტეტში ერთი რევოლუციონერი მეორემ გარიცხა, რასაკვირველია, ამას გარკვეული პოლიტიკური დასაბუთება სჭირდება. სამართლებრივ ნაწილს თავი რომ დავანებოთ, ეს ვითარება, რასაც თვალს ვადევნებთ აბსურდის თეატრია. რევოლუციურ კომიტეტის დაშლის პროცესი მიმდინარეობს“,- განაცხადა ვოლსკიმ.