რა პირობებში ჰყავს “ჰამასს” მძევლები – რას ყვებიან ყოფილი ტყვეები

“ჰამასის” მიერ გათავისუფლებული ისრაელელი მძევლები ჯერ კიდევ ტყვეობაში მყოფთა ნათესავებს შეხვდნენ.

მათ ისაუბრეს ტყვეობაში ყოფნის პირობებზე.

როგორც “ჰამასის” ყოფილი მძევლები იხსენებენ, ყველა ტყვე ჯგუფებად არის დაყოფილი და ყველა მათგანი განსხვავებულ პირობებში იმყოფება.

მათმა ნაწილმა ​ტყვეობის თითქმის მთელი დრო მიწისქვეშა გვირაბში გაატარა, სადაც საკვების ნაკლებობა და თითქმის სრული სიბნელე იყო. როგორც ისინი ჰყვებიან, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიწისქვეშ ერთადერთი საკვები მხოლოდ ბრინჯი იყო.

ტყვეთა ნაწილი მიწისზედა თავშესაფრებში იყო, მათი პირობები უკეთესი იყო, მაგრამ ისრაელის საჰაერო თავდასხმის რისკიც – გაცილებით მაღალი.

ყოფილმა მძევლებმა ასევე თქვეს, რომ ზოგიერთს შეეძლო ისრაელის პრესისთვის თვალყურის დევნება. ასე, მაგალითად, 9 წლის ოჰად მონდარმა ისრაელის ერთ-ერთ ტელეარხზე დაბადების დღის მილოცვები მოისმინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები