საბავშვო პორნოს ნაცვლად სამართალდამცველებმა მამაკაცის მაცივარში 50 კატა იპოვეს
ფლორიდის შტატის პოლიცია 55 წლის დუგლას უესთსკოტის სახლში შეიჭრა, სადაც საბავშვო პორნოს ეძებდა. ძალოვნებმა იცოდნენ, რომ მამაკაცი პორნოს გავრცელებით იყო დაკავებული. თუმცა, ვიდეოს მაგივრად პოლიციელებმა უესთსკოტის სახლში 50 მკვდარი კატა აღმოაჩინეს. მათი გვამები მაცივარში ინახებოდა. კიდევ 30 ცოცხალი კატა კი ამერიკელი მამაკაცის სახლში დადიოდა.
სახლში საშინელი სუნი იდგა. დუგლას უესთსკოტის მეზობლების სიტყვებით, მამაკაცი ყოველთვის გიჟდებოდა კატებზე და შვილებივით ექცეოდა. ერთ-ერთი მეზობლის სიტყვებით, იგი დაეხმარა კაცს მანქანიდან სახლამდე მაცივრის გადატანაში. კატები მას ყველგან ჰყავდა, სახლიდან ყოველთვის უსიამოვნო სუნი გამოდიოდა, – აღნიშნა მეზობელმა.
პოლიციამ ჩამოართვა დუგლას უესთსკოტს ცხოველები. ერთი თვის განმავლობაში სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ექნება თუ არა მამაკაცს კვლავ ცხოველების ყოლის საშუალება. იმის შესახებ, საიდან ჰქონდა პოლიციას ინფორმაცია ამერიკელის მიერ საბავშვო პორნოს გავრცელების შესახებ, ნათქვამი არაფერია, – წერს უცხოური პრესა.