თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
2 დეკემბერს, 14.00 საათზე, თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობენ თანამედროვეობის გამორჩეული მხატვრები:
დათო თელია, მაიკო ბირკაძე, ლანა თურმანიძე, ხათუნა ჟოლიძე, ხათუნა სონღულაშვილი, ქეთი თავდუმაძე.
„გამოფენაზე გაეცნობით და შეიძენთ მხატვრების მიერ, შექმნილ განსაკუთრებულ ნამუშევრებს, დაათვალიერებთ შალვა ძნელაძის მუზეუმს და სასიამოვნო დროს გაატარებთ ჩვენთან ერთად, განსხვავებულ და მშვიდ ატმოსფეროში. ხელოვნების მოყვარულებს გელოდებით დიდი პატივისცემით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მისამართი: სოფელი დიღომი, სვეტიცხოვლის ქ. N1.