გელა დუმბაძემ ჟურნალისტებს დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები გააცნო

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებს დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები გააცნო. გელა დუმბაძემ „გლობალურ დიასპორულ კვირეულზე“ისაუბრა, რომელიც მიმდინარე წლის 12-18 ოქტომბერს, საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსთან (IdEA) თანამშრომლობით გაიმართება. კვირეულის ფარგლებში ჩატარდება „დიასპორული ეკონომიკური ფორუმი“, 1924 წლის აჯანყებასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია, დიასპორული მარათონი, კონკურსი ,,დიასპორა – ხიდი სამშობლოსთან”.
სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა ჰუმანიტარულ აქციაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხორციელდება. კერძოდ, 16 სექტემბერს დაგეგმილ სოციალური რეაბილიტაციის პროგრამაზე, რომელიც უკრაინელი მოზარდების ქალაქ ანაკლიაში, ,,მომავლის ბანაკში” ჩამოყვანას და დასვენებას გულისხმობს. პროგრამას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინირებით. პროგრამის ფარგლებში 130-მდე უკრაინელი ბავშვი, ორი კვირის განმავლობაში ანაკლიაში, ,,მომავლის ბანაკში” დაისვენებს. გელა დუმბაძემ ჟურნალისტებს აპარატის ახალი ლოგო წარუდგინა, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობა ჰერალდიკოსმა მამუკა გონგაძემ მიიღო. პრესკონფერენციის ბოლოს სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები