ბექა ოდიშარია – ოპოზიციაზე: მგონი, საზოგადოებას აღარ სჭირდება მტკიცებულება და დასტური იმისა, რომ ეს ხალხი აზიანებს საქართველოს ევროპულ მომავალს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ოდიშარიას განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა ევროკომისიის დათქმები შეასრულოს.
რაც შეეხება ოპოზიციას, ოდიშარია ამბობს, რომ სამუშაო პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მათივე ლუსტრაცია იქნება.
“ვეცდებით, შევასრულოთ ეს დამატებითი რეკომენდაციები და მიიღონ მონაწილეობა. სხვა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ იქნება მათი ლუსტრაცია, თუმცა მგონი საზოგადოებას აღარ სჭირდება არანაირი მტკიცებულება და დასტური იმისა, რომ ეს ხალხი არიან მავნებლები და აზიანებენ საქართველოს ევროპულ მომავალს,” – აცხადებს ბექა ოდიშარია.