მიხეილ სარჯველაძე: როგორც ჩანს, ოპოზიცია კვლავ არ არის განწყობილი საიმისოდ, რომ კონსტრუქციული როლი ითამაშოს, თუნდაც უმწვავესი კრიტიკით, ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით

“როგორც ჩანს, ოპოზიცია კვლავ არ არის განწყობილი საიმისოდ, რომ კონსტრუქციული როლი ითამაშოს, თუნდაც უმწვავესი კრიტიკით, ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ევროკომისიის დათქმების შესრულების პროცესში ოპოზიციის ჩართულობასთან დაკავშირებით განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ოპოზიციაში დარჩება ძირითადი ბირთვი, რომელიც დესტრუქციული განწყობით იქნება გამორჩეული.

“მე არ ვარ მაინც და მაინც ოპტიმისტურად განწყობილი, მაქვს იმედი, რომ გარკვეული ნაწილით გამდიდრდება ის წრე ოპოზიციონერებისა, რომლებიც შემოუერთდებიან მუშაობას. შარშან დაშვებული ეს მწვავე შეცდომის გამეორების სურვილი ყველას არ ექნება, რა თქმა უნდა, მაგრამ დარჩება ძირითადი ბირთვი ოპოზიციაში, რომელიც სამწუხაროდ, კვლავ იგივე დესტრუქციული განწყობით იქნება გამორჩეული და ამით დაამახსოვრებს საზოგადოებას თავს,” – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები