პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” გაერთიანების პროცესი უშედეგოდ დასრულდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ გადაგვარებისა და გადაშენების პირასაა, მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, რომ როგორღაც გაეერთიანებინა მისი გუნდის გახლეჩილი შემადგენლობა, ისევ კრახით დასრულდა. ამ ადამიანებმა რეალურად ვერ გაითავისეს, თუ რა არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა“, – აღნიშნა მიქანაძემ.