თურქეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ პრევენციული ზომების გამოყენების დეკლარაციას ხელი არ მოაწერა

 თურქეთმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ არაბული ქვეყნების და აშშ-ს მომზადებულ საბოლოო დეკლარაციას ხელი არ მოაწერა. დეკლარაცია საუდის ქალაქ ჯიდაში რეგიონის ქვეყნების და აშშ-ს საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის შედეგად იყო მიღებული. თურქეთს საუდის არაბეთში საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ წარმოადგენდა, – წერს „იტარ-ტასი“. საერთო კონსულტაციებში მონაწილეობა ეგვიპტეს, იორდანიის, ერაყის, ლივანის, ასევე სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს წევრ-ქვეყნების, თურქეთის და აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს მონაწილეობა.
დეკლარაციაში ნათქვამია, რომ კოალიციის ყველა წევრი მზადაა პრევენციული ზომებისთვის ტერორისტული აქტივობის წინააღმდეგ, მათ შორის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები