ევროკავშირი უკრაინას 8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რეფორმების გასატარებლად ევროკავშირი უკრაინას 8 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროპის პარლამენტის ხელმძღვანელმა მარტინ შულცმა კიევის საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა. „8 მილიარდი ევრო უკრაინაში იქნება გადაგზავნილი. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინა რეფორმებს გაატარებს“, – განაცხადა შულცმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ რეფორმების პროგრამა შემდეგ კვირაში იქნება წარმოდგენილი.