„მოვუწოდებ “თბილისის მიკროავტობუსს” ტარიფების გადახედვისკენ“

მოვუწოდებ “თბილისის მიკროავტობუსს” ტარიფების გადახედვისკენ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მიკროავტობუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ტარიფები მოსახლეობისთვის მისაღები და ადეკვატური უნდა იყოს.
“ჩვენი მოთხოვნაა ამ კომპანიის მიმართ, ისევე როგორც სხვა კომპანიების მიმართ, რომლებსაც ჩვენ მოვუსმინეთ და მომავალშიც მოვუსმენთ, არის უცვლელი, რომ რაც შეიძლება ხარისხიანი სერვისი მიეწოდოს თბილისელებს, შემცირდეს უკმაყოფილების დონე და სადაც შესაძლებელია ტარიფებთან დაკავშირებული საკითხების გადახედვა, გადაიხედოს. დედაქალაქში მსყიდველუნარიანობა არც ისე მაღალია, ამიტომაც ვთვლით, რომ მოსახლეობისთვის ტარიფები  ადეკვატური და მისაღები უნდა იყოს”, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები